top of page

განათების ფენების გამოყენება ინტერიერში – საერთო, სამუშაო და აქცენტური განათების დიზაინი

განათება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა ხშირად უყურადღებოდ დატოვებული ელემენტია ინტერიერის დიზაინში. ის არამხოლოდ უზრუნველყოფს ხილვადობას, არამედ ქმნის განწყობას, ამძაფრებს დეტალებს და აყალიბებს სივრცის ატმოსფეროს.

თუ გსურს, რომ შენმა ინტერიერი გამოიყურებოდეს პროფესიონალურად და მუშაობდეს კომფორტულად, აუცილებლად უნდა იცოდე როგორ გამოიყენო განათების ფენები. პროფესიონალური მიდგომა მოიცავს სამ ძირითად შრეს:(საერთო, სამუშაო და აქცენტური განათება)


1. საერთო განათება (Ambient Lighting) - სივრცის ძირითადი განათება

საერთო განათება არის ძირითადი სინათლის წყარო, რომელიც ანათებს მთელ ოთახს. ის ზრუნავს იმაზე რომ მთლიანი სივრცის ყველა ნაწილი იყოს განათებული და არ დარჩეს ბნელი ზონები ინტერიერში. ესეთი სანათების უმრავლესობა განთავსებულია ჭერზე.


ძირითადი განათება (Ambient Light)



რჩევა დიზაინერისგან: გამოიყენე დიმერები, რათა შეძლო განათების ინტენსივობის რეგულირება დღის მონაკვეთების მიხედვით. რბილი და გაფანტული განათება ყოველთვის ქმნის უფრო თბილ და მყუდრო გარემოს.


2. სამუშაო განათება (Task Lighting) – ფუნქციური შრე

ეს განათება გამოიყენება კონკრეტული აქტივობებისთვის, სადაც საჭირო ხდება ფოკუსირებული სინათლე. ის აუცილებლად უნდა იყოს სწორად მიმართული და უნდა ავსებდეს საერთო განათებას, არ უნდა იყოს დამოუკიდებელი.


სამუშაო განათება (Task Lighting)

რამდენიმე მაგალითი თუ სად გამოვიყენოთ:

·         სამზარეულოს სამუშაო ზედაპირებზე

·         კუნძულის თავზე

·         საწოლთან ტუმბოს თავზე

·         სამუშაო მაგიდაზე

წყაროები:

·         მაგიდის სანათები

·         კედელზე მოძრავი ბრები

·         სამზარეულოს კარადების ქვეშ განათება

·         სარკის განათება

რჩევა დიზაინერისგან: განსაკუთრებული საჭიროების გარეშე აირჩიე იგივე ტემპერატურის სანათი რაც არის ძირითადი ნათება. მისი ფორმა და დეტალების ფერები ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს საერთო ინტერიერის სტილთან.



3. აქცენტური განათება (Accent Lighting) – სტილის და ემოციის ელემენტი


აქცენტური განათება არ არის აუცილებელი ფუნქციისთვის, მაგრამ ის ქმნის ვიზუალურ ფენას, ამძაფრებს ინტერიერის საინტერესო ელემენტებს და აყალიბებს განწყობას.

სად გამოვიყენოთ:


·         სურათების ან მხატვრული ნამუშევრების გაშუქება

·         თაროები, ნიშები, დეკორატიული კედლები

·         ტელევიზორის უკან ან ავეჯის ქვეშ

წყაროები:

·         LED ზოლები

·         კედლის დეკორატიული სანათები

·         სპოტლაიტები ხელოვნების ნამუშევრებისთვის


აქცებტური განათება (Accent Lighting)


რჩევა დიზაინერისგან:მოერიდე ზედმეტად ბევრ აქცენტურ წყაროს ერთ სივრცეში — არჩევე 1–2 ფოკუსის წერტილი თითო ოთახში.



როგორ მუშაობს განათების ფენები?

ფენური განათება უზრუნველყოფს:

·         ✔ ფუნქციურობას – ყოველთვის გაქვს სწორი განათება სწორი საქმიანობისთვის

·         ✔ ატმოსფეროს – დღის განმავლობაში გარემოს მარტივად იცვლი

·         ✔ ღრმა ვიზუალურ ეფექტს – ინტერიერი არ გამოიყურება ბრტყელი ან მოსაწყენი


განათების ფენების მაგალითი მისაღები ოთახისთვის

განათების შრე

წყარო

დანიშნულება

საერთო

 შეკიდული ჭერის სანათი

ზოგადი განათება ოთახში

სამუშაო

სასტუმრო მაგიდის განათბა

მაგიდასთან მიმდინარე აქტივობის საჭირო რაოდენობის განათბით უზრუნველყოფა

აქცენტური

LED ზოლი ტელევიზორის უკან

სტილისტური ელემენტი გეომეტრიის ხაზგასმა და ემოციის გამძაფრება


დასკვნა

განათება არ არის მხოლოდ ტექნიკური საჭიროება — ის დიზაინის სიღრმეა.როდესაც სწორად იყენებ საერთო, სამუშაო და აქცენტურ განათებას, შენს სივრცეში ყველაფერი ბალანსშია: ფუნქცია, ემოცია და ესთეტიკა.


📌 გახსოვდეს: განათება უნდა დაგეგმო ინტერიერის დიზაინის საწყის ეტაპზე, რადგან ის მთლიანი ორგანიზმის მნიშვნელოვანი კვანძია — ის არ უნდა იყოს ბოლოს დამატებული დეტალი.






3 Comments


Guest
Jun 18, 2025

აუცილებლად წასაკითხი 🤩

Like

Teo kordzakhia
Teo kordzakhia
May 30, 2025

ძააან საინტერესო რჩევებია 💡✨

Like

Momochani666
May 30, 2025

💡💡💡

Like
bottom of page