top of page

სამზარეულოს ზედაპირების ყველაზე გავრცელებული მასალები — უპირატესობები და ნაკლოვანებები

Updated: Jun 3

სამზარეულოს ზედაპირი მასალა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მრავალი ფუნქციის მატარებელი ელემენტია. პრაქტიკული, გამძლე და ვიზუალურად მიმზიდველი ზედაპირი მის ყოველდღიურ გამოყენებას უფრო კომფორტულს ხდის და ამაღლებს ინტერიერის საერთო დონეს. ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ ყველაზე პოპულარულ მასალებს სამზარეულოს ზედაპირისთვის საქართველოში და მსოფლიოში, მათი უპირატესობებითა და ნაკლოვანებებით.


🟪 კვარცი (Quartz)

ძირითადი მახასიათებლები: ინჟინერული ქვა, რომელიც მზადდება ბუნებრივი კვარცის კრისტალებითა და შემავსებელი შემკრავი მასით (ბუნებრივი კვარცი 90-95% + პოლიმერები + პიგმენტები + ტექსტურის გამომყვანი მასალები მოდელის მიხედვით). გამოირჩევა მაღალი გამძლეობით, თანამედროვე იერსახითა და მრავალფეროვანი დიზაინით. მიჩნეულია როგორც ერთერთი საუკეთესო მასალა სამზარეულოს ზედაპირისთვის





უპირატესობები:

  • არარის ფოროვანი – ლაქებისა და ბაქტერიებისადმი მდგრადი

  • მარტივად წმენდვადი

  • ხელმისაწვდომია მრავალფეროვან ფერებში

  • ერთგვაროვანი იერსახე და ტექსტურა

  • მდგრადია ბზარებისა და ნაკაწრების მიმართ

ნაკლოვანებები:

  • მგრძნობიარეა ძალიან მაღალი ტემპერატურის მიმართ

  • არ არის რეკომენდებული გარე გამოყენებისთვის (ულტრაიისფერმა სხივებმა შეიძლება ფერი შუცვალოს დროთა განმავლობაში)

  • ფასის მიხედვით საშუალო ან მაღალი კლასის მასალად ითვლება


გამოყენების რეკომენდაცია:იდეალურია თანამედროვე სამზარეულოებისთვის, სადაც პრიორიტეტულია გამძლეობა და მარტივი მოვლა.





⬛ გრანიტი (Granite)

აღწერა: გრანიტი 100% - ით ბუნებრივი ქვაა, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ქერქის სიღრმეში გაგრილებული მაგმის შედეგად. ის ძირითადად შედგება კვარცის, მინდვრის შპატისა და ქარსიგან, რაც მას სიძლიერესა და კრისტალურ ეფექტს ანიჭებს.

გრანიტი ყალიბდება ბუნებრივად, იგი მოპოვებულია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში (ბრაზილია, ინდოეთი, იტალია, ჩინეთი) და მოჭრილი ფირფიტებად იყიდება სამზარეულოს და ინტერიერის მოსაწყობად. გამოირჩევა მდიდარი ტექსტურითა და უნიკალური ფერებით. გრანიტი უძლებს ცხელ ჭურჭელს და გამორჩეულად გამძლეა ტემპერატურაზე სხვა მასალებთან შედარებით .


უპირატესობები:

  • მდგრადია სითბოს, ნაკაწრებისა და მექანიკური დაზიანების მიმართ

  • უნიკალური ბუნებრივი იერსახე

  • ყველა გრანიტის ფილა განსხვავებულია. არ არსებობს ორი ბუნებრივად იდენტური ნიმუში.

ნაკლოვანებები:

  • შესაძლოა ჰქონდეს ბუნებრივი დეფექტები

  • ფოროვანია, დროთა განმავლობაში შეიძლება გაუჩნდეს ლაქები ან ბაქტერიები

  • საკმაოდ მძიმეა

გამოყენება:საუკეთესოა კლასიკური, ელეგანტური ან მდიდრული სამზარეულოებისთვის.



გრანიტი, სამზარეულოს ზედაპირი


🔳 დეკტონი და ნეოლითი (Dekton and Neolith)

აღწერა: ახალი და ინოვაციური სინთეზური მასალა, რომელიც მზადდება მაღალი წნევითა და ტემპერატურით. გამოირჩევა უკიდურესი გამძლეობით და თანამედროვე სტილით. ბაზარზე უმეტესად გავრცელებულია 6 და 12 მმ იანი ფილები.


უპირატესობები:

  • უმაღლესი სითბოსა და ნაკაწრების გამძლეობა

  • UV- სხივებისადმი მდგრადობა – შესაფერისია გარე სამზარეულოებისთვის

  • არ არის ფოროვანი

  • ხელმისაწვდომია დიდი ზომებით

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი

  • საჭიროებს პროფესიონალურ მონტაჟს

გამოყენება:სასურველია პრესტიჟული და თანამედროვე სამზარეულოს დიზაინისთვის.



ნეოლითი


🟦 ლამინატი (Laminate)

აღწერა: ყველაზე ბიუჯეტური მასალა, რომელიც დამზადებულია პრესული ფენებისგან. დაპრესილ ნახერხის (მერქანბურბუშელოვანი ფილის) დამამთავრებელი ფენა არის ლამინირებული პრინტი რომელიც ახდენს სხვადასხვა მასალების იმიტაციას როგორიცაა მაგალითად: გრანიტი, მარმარილო ან ხის იერსახე. ნაკლებად მედეგია ცხელ საგნებსა და მექანიკურ დაზიანებებზე. მაღალი ხარისხის ლამინატის ზედაპირს შეიძლება ჰქონდეს კარგი ხარისხის პრინტი და ტოვებდეს რეალური ქვის ან ხის შეგრძნებას.


ლამინატი, სტალეშნიცა, Laminati


უპირატესობები:

  • ეკონომიური და მარტივი მოსავლელი

  • მრავალფეროვანი ფერები და დიზაინი

  • მსუბუქი და მარტივად მონტაჟო

ნაკლოვანებები:

  • მგრძნობიარეა სითბოსა და ტენიანობის მიმართ (თუმცა არსებობს ნესტგამძლე ვერსიებიც)

  • ნაკლებად გამძლეა ნაკაწრების მიმართ

  • იმჩნევს გადაბმებს

გამოყენება: კარგი არჩევანია შედარებით ბიუჯეტურად დაგეგმილ პროექტებში.




🟨 მყარი ზედაპირი (Solid Surface – მაგ. Corian)

აღწერა:აკრილისა და მინერალური მასალების შერწყმით დამზადებული ერთგვაროვანი მასალა, რომელიც შესაძლებელია მიიღო ულტრა-მოდერნულ ფორმებში. მისი უნიკალური თვისება არის გეომეტრიის ფორმირება, ყალიბის დახმარებით და საჭირო ტემპერატურაზე გაცხელებით, საშუალოდ 150°C – 170°C, მას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ფორმა, გაცივების შემდეგ ის ინარჩუნებს ამ გეომეტრიას. დაკაწვრის შემთხვევაში ექვემდებარება პოლირებას და ისევ გახდება როგორც ახალი ფილა. სამზარეულოსთან ერთად გამოიყენება აბაზანებში და სხვადასხვა დანიშნულების სივრცეებში. ამ მასალისგან შესაძლებელია ზედაპირში შერწყმული ნიჟარის გაკეთება მთლიანობის შესანარჩუნებლად.




Corian, კორიანი


უპირატესობები:

  • ერთგვაროვანი იერსახე – გადაბმები თითქმის არ ჩანს

  • არ ფოროვანია და ჰიგიენურია

  • მარტივი შეკეთება და მორგება

  • თერმოფორმირება – მოქნილი დიზაინის შესაძლებლობები

ნაკლოვანებები:

  • მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურის მიმართ

  • ნაკლებად გამძლეა ნაკაწრების მიმართ

  • არ აქვს ბუნებრივი ქვის ელეგანტურობა


გამოყენება: შესაფერისია თანამედროვე, მინიმალისტური სამზარეულოებისთვის ან სივრცეებისთვის, სადაც საჭიროა ჰიგიენა და მარტივი მოვლა.


🟫 მარმარილო (Marble)

აღწერა:ელეგანტური და კლასიკური მასალა, რომელიც ხშირად გამოიყენება პრემიუმ ინტერიერებში. ბუნებრივი დახვეწილი ტექსტურა მას განსაკუთრებულ ვიზუალურ ღირებულებას ანიჭებს. საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას იმიტომ, რომ სილამაზესთან ერთად აქვს თავისი მინუსებიც, ის რბილია და არ არის გამძლე ნაკაწრების და ცხელი საგნების მიმართ, ასევე მარტივად ემჩნევა ლაქები.





უპირატესობები:

  • ძალიან ლამაზი და ელეგანტური

  • უნიკალური ტექსტურა და ფერთა გამა

  • ერგება როგორც კლასიკურ ასევე მოდერნისტულ სტილს

ნაკლოვანებები:

  • ფოროვანია – საჭიროებს რეგულარულ დალუქვას

  • მარტივად იმჩნევს ლაქებს

  • სირბილის გამო ნაკლებად გამძლეა ნაკაწრებისა და ბზარების მიმართ

გამოყენება:შესაფერისია პრემიუმ კლასის სამზარეულოებისთვის, სადაც ვიზუალური ეფექტი პრიორიტეტულია.





სამზარეულოს ზედაპირის არჩევა დამოკიდებულია თქვენს ბიუჯეტზე, სტილისტურ გემოვნებაზე, გამოყენების ინტენსივობაზე და მოსავლელობაზე. თუ გსურთ, რომ თქვენი სამზარეულო იყოს ერთდროულად პრაქტიკული და ესთეტიკური – სწორად შერჩეული მასალა გადამწყვეტ როლს შეასრულებს.

📩 გჭირდებათ დახმარება იდეალური ზედაპირის შერჩევაში?დაგვიკავშირდით და დაგეხმარებით მასალის, ფერისა და სტილის შერჩევაში, რომელიც იდეალურად შეესაბამება თქვენს სივრცეს!

 
 
 

Comments


bottom of page